Shenishop.ge
კატეგორიები

პროდუქციის დაბრუნება

მომხმარებლის უფლება უპირობო დაბრუნებაზე

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე — 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:

  • ) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში — ხელშეკრულების დადებიდან;
  • ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში — მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
  • ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში — მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
  • ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში — მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მომხმარებელი ვალდებულია:

  • ) დაუბრუნოს საქონელი Shenishop.ge-ს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
  • ) გაიღოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

მომხმარებელი ვალდებულია, სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

Shenishop.ge ვალდებულია, ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა. Shenishop.ge-ს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს მომხმარებლისგან (ან მანამ, სანამ არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს).

თანხის ანაზღაურება ხორციელდება იმავე საშუალებით, რომლითაც განხორციელდა თავდაპირველი გადახდა. დისტანციურად დადებული ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მხარეები უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას.

მომხმარებელი ვალდებულია, Shenishop.ge-ს გაუგზავნოს შევსებული უკან დაბრუნების ფორმა.

ხელშეკრულებაზე უპირობოდ უარის თქმის გამომრიცხველი გარემოებები

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უპირობოდ უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

  • Shenishop.ge-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, დაიწყო მისი გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით, და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც Shenishop.ge ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
  • მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
  • მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის ჰერმეტულობაც მიწოდების შემდეგ დაირღვა, და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • მიწოდებული საქონელი, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
  • მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ლუქიც მიწოდების შემდეგ დაირღვა.

კანონისმიერი გარანტია

თუ საქონელი აღმოჩნდა ნაკლის მქონე, ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში, მომხმარებელს შეუძლია Shenishop.ge-ს მოსთხოვოს ნივთის შეცვლა/შეკეთება, ფასის ნაკლის პროპორციულად შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა.

საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, Shenishop.ge-ს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს Shenishop.ge-ის მიერ ყველა იმ ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომელიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

  • ) ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • ) Shenishop.ge-მ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა, და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  • ) Shenishop.ge-ის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია — ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი Shenishop.ge-ს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც Shenishop.ge-ს წარუდგენენ ნივთის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

თუ ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს Shenishop.ge-ს ტელეფონზე +995 593 48 25 48 / +995 593 22 56 39 ან ელფოსტაზე Shenishop8@gmail.com.

პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია ამანათის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში დაუკავშირდეს ზემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელფოსტაზე, სადაც მიუთითებთ დაბრუნების ზუსტ მისამართს და შემდგომ ინსტრუქციებს.

კანონისმიერი გარანტიის მოქმედების გამომრიცხველი გარემოებები

კანონისმიერი გარანტია არ მოქმედებს, თუ:

  • გასულია 2-წლიანი საგარანტიო ვადა;
  • ნაკლი გამოწვეულია მექანიკური ხარვეზით ან დაზიანებით;
  • დაზიანება გამოწვეულია არასწორი შენახვით;
  • ნივთის ნაკლოვანება უკავშირდება მის ბუნებრივ ცვეთას.