გადახდის პირობები
- თითოეული პროდუქტის ფასი, რომელიც shenishop.ge-ის ვებგვერდზეა განთავსებული, წარმოადგენს მისი რეალიზაციის ფასს.
- პროდუქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას მომხმარებელი იღებს shenishop.ge-ის ვებგვერდის მეშვეობით, საქონლის აღწერაში მითითებული დეტალებით.
- პროდუქტის შეძენისას მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი გზით:
- ნაღდი ანგარიშსწორებით — კურიერთან, ნივთის მიღებისას;
- უნაღდო ანგარიშსწორებით — საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.
- ონლაინ ბარათით გადახდა (Visa/Mastercard) ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის — ეს ფუნქცია, საჭიროების შემთხვევაში, დაემატება მომავალში.
- პროდუქციის განვადებით შეძენა ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.
- პროდუქციის ჩაბარებამდე მომხმარებელი ვალდებულია, დაათვალიეროს პროდუქციის ვიზუალური მხარე და დაადასტუროს მისი მთლიანობა, ასევე ის ფაქტი, რომ საქონელს არ გააჩნია ვიზუალური დეფექტი ან წუნი.
- შეძენილი ნივთის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის საიტზე განთავსების დროს მითითებულ მისამართზე. ნივთის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკურიერო სამსახური განსაზღვრავს და მიუთითებს, შედის თუ არა მიწოდების ღირებულებაში ნივთის ჩამოტვირთვა ან სართულზე ატანა.

